სერბეთის პრემიერ-მინისტრი პირველი ევროპელი ლიდერი გახდა, რომელმაც „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინა გაიკეთა
სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბარნაბიჩი პირველი ევროპელი ლიდერი გახდა, რომელმაც კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ჩემთვის პატივია, ვიყო პირველი პრემიერ-მინისტრი ევროპაში, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაცია ბრძოლაში წინგადადგმული უდიდესი ნაბიჯია“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ ვაქცინას ავტორიზაცია გასულ კვირას მიანიჭა.