„სენტ-ლუისის“ თავდამსხმელი სუნდკვისტი მეკარესთან უხეში თამაშისთვის დააჯარიმეს
ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კლუბ „სენტ-ლუის ბლუზის“ თავდამსხმელი ოსკარ სუნდკვისტი რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ანაჰაიმის“ მეკარესთან ჯონ გიბსონთან უხეში თამაშისთვის დაჯარიმდა.
შვედს არასპორტული საქციელის გამო 7392 დოლარის გადახდა მოუწევს, იტყობინება „ფოქს სპორტსი“.