ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კორონავირუსის გამო სეზონი შეაჩერა #1TVSPORT
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კორონავირუსის გამო სეზონი შეაჩერა #1TVSPORT

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება კორნავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.

განცხადებაში წერია, რომ ინფექციის გავრცელების სწრაფი ტემპებისა და გუნდებში კორონავირუსის ახალი შტამის ხშირი შემთხვევების გამო, NHL შეწყვეტს რეგულარულ სეზონს შობამდე და ჩემპიონატს 27 დეკემბერს განაახლებს. შესაბამისად, 22, 23, 24 და 25 დეკემბერს მატჩები არ გაიმართება.

26 დეკემბერს ჰოკეისტები დაბრუნდებიან კლუბებში და გაივლიან ტესტირებას კორონავირუსზე. ვერც ერთი მოთამაშე ბაზაზე სავარჯიშოდ ვერ შევა იქამდე, სანამ არ იქნება მიღებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

შეგახსენებთ, რომ ამ ფონზე ჰოკეის ეროვნული ლიგა და მოთამაშეთა პროფკავშირი აქტიურად განიხილავენ საკითხს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება.