NHL-მა სანაკრებო ტურნირის ჩატარების შესახებ გამოაცხადა - რუსეთის ნაკრების გარეშე #1TVSPORT
NHL-მა სანაკრებო ტურნირის ჩატარების შესახებ გამოაცხადა - რუსეთის ნაკრების გარეშე #1TVSPORT

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გამოაცხადა საერთაშორისო ტურნირის ჩატარების შესახებ, რომელიც 2025 წლის თებერვალში გაიმართება. მასში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის ნაკრები.

ტურნირის მონაწილეები იქნებიან კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, ფინეთისა და შვედეთის ნაკრებები.

ტურნირი გაიმართება 12-20 თებერვალს. მატჩებს უმასპინძლებს თითო ქალაქი აშშ-დან და კანადიდან.

2024-25 წლების სეზონში NHL-ში „ყველა ვარსკვლავის“ უქმეები არ გაიმართება.