ინგლისში NHL-ის მოთამაშე მატჩის დროს დაიღუპა - მან ციგურით ყელის არეში ღრმა ჭრილობა მიიღო #1TVSPORT
ინგლისში NHL-ის მოთამაშე მატჩის დროს დაიღუპა - მან ციგურით ყელის არეში ღრმა ჭრილობა მიიღო #1TVSPORT

ინგლისურმა ჰოკეის კლუბმა, „ნოტინგემ პანტერზმა“ დაადასტურა ფორვარდ ადამ ჯონსონის გარდაცვალება. NHL-ის ჰოკეისტმა კვირას ინგლისის ჩემპიონატის მატჩში ციგურით ყელის არეში ღრმა ჭრილობა მიიღო. ჯონსონმა ყინულზე გონება დაკარგა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ადამ ჯონსონი ტრაგიკულად დაიღუპა საშინელი უბედური შემთხვევის გამო შეფილდში. კლუბი მას არასოდეს დაივიწყებს.

ადამი, ჩვენი 47-ე ნომერი არა მხოლოდ გამოჩენილი ჰოკეისტი, არამედ შესანიშნავი მეგობარი და წარმოუდგენელი ადამიანი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. „პანტერზს“ სურს, თანაგრძნობა გამოხატოს ადამის ოჯახის, მისი მეგობარი გოგონასა და ყველა მეგობრის მიმართ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ადამ ჯონსონმა 2018-20 წლებში „პიტსბურგის“ რიგებში 13 მატჩი ჩაატარა.