ოფიციალურად - პეკინის ოლიმპიადაზე NHL-ის ჰოკეისტები არ ითამაშებენ #1TVSPORT
ოფიციალურად - პეკინის ოლიმპიადაზე NHL-ის ჰოკეისტები არ ითამაშებენ #1TVSPORT

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეები არ მიიღებენ მონაწილეობას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. ამის შესახებ გამოაცხადა ლიგის პრესსამსახურმა.

გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს ლიგამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა (NHLPA), მიზეზი კი გახდა კორონავირუსის გამო NHL-ში გადადებული მატჩები. მათ ჩატარებას სწორედ ოლიმპიადის პერიოდში აპირებენ. გარდა ამისა, NHL-ის ხელმძღვანელობა უფრთხის ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევებს.

ირკვევა, რომ ლიგის ცალკეულ მოთამაშეებს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას არ მისცემენ – ზამთრის თამაშებზე უნდა გამგზავრებულიყო ყველა ან არავინ. ეს საერთო გადაწყვეტილებაა.

კვირას NHL-მ გამოაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით გადაიტანა 12 შეხვედრა, რომელშიც აშშ-სა და კანადის გუნდები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ კი რეგულარული სეზონი 27 დეკემბრამდე შეწყდა.