NHL-ის ჰოკეისტები მომდევნო ორ ოლიმპიადაზე ითამაშებენ #1TVSPORT
NHL-ის ჰოკეისტები მომდევნო ორ ოლიმპიადაზე ითამაშებენ #1TVSPORT

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეები მონაწილეობას მიიღებენ 2026 და 2030 წლის ოლიმპიურ თამაშებში, – ამის შესახებ განაცხადა ტელეარხ ESPN-ის ანალიტიკოსმა კევინ უიქსმა.

შეგახსენებთ, რომ NHL-ის ჰოკეისტები უკვე ასპარეზობდნენ ოლიმპიადებზე 1998-2014 წლებში.

2018 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები პიონჩანგში NHL-ის მოთამაშეების გარეშე ჩატარდა, რადგან მაშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ და NHL-მ ვერ შეძლეს მოლაპარაკება და ლიგამ უარი თქვა რეგულარული ჩემპიონატის შეწყვეტაზე ოლიმპიური ტურნირის დროს.

NHL-სა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის მოქმედი კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, ჰოკეისტები უნდა გამოსულიყვნენ 2022 და 2026 წლების ოლიმპიადებზე, მაგრამ 2022 წელს ისინი ზამთრის თამაშებზე კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ გაემგზავრნენ.