სენატორი ტედ კრუზი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში იქნება
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი ახალი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში იქნება. წერს “ფოქსნიუსი”.
ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მას აცნობეს, რომ 10 დღით ადრე კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ტედ კრუზის განმარტებით, მას სიმპტომები არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. მედიკოსების შეფასებით, მისი დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია თუმცა, ამის მიუხედავად 14 დღიანი პერიოდის ამოწურვამდე ის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში დარჩება.