სენატორი როჯერ უიკერი - უნდა გავაგრძელოთ რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევების ფაქტების დღის სინათლეზე გამოტანა
აშშ-ის კონგრესმა და საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და ეუთო-ს პრინციპების დარღვევების ფაქტების დღის სინათლეზე გამოტანა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერმა სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, სენატორმა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსაც გაუსვა ხაზი.
„გვსურს, მივულოცოთ საქართველოს ის პროგრესი, რომელსაც კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე სხვა სფეროში აქვს. საქართველოს დასავლურ ალიანსებში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ჩვენ არ დავივიწყებთ საქართველოს, ჩვენ ამაზე ხმამაღლა საუბარს გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
ჰელსინკის კომისიის სხდომაზე აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენებით წარდგა.