სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა
სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.
ენტონი ბლინკენი აშშ-ს რიგით 71-ე სახელმწიფო მდივანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბლინკენის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა 22 რესპუბლიკელმა სენატორმა მისცა.
ბლინკენი ჯო ბაიდენის დიდი ხნის მოკავშირეა. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი გახდა.