სენაკში, მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლები გაზიფიცირებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მათ აქცია გამართეს. მოსახლეობის თქმით, მათი ქუჩის გავლით გაზი სოფელ ნოსირში გაჰყავთ. სამუშაოები უკვე დაწყებულია, მაგრამ მათ სახლებთან გაზის მილების დაქსელვა არ ხდება.
მოსახლეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. მერის თქმით, მშვიდობის ქუჩის მოსახლეობას ბუნებრივი აირი აუცილებლად ექნება. თუმცა, ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ დაპირება არ შესრულდება. გაზის მილების გაყვანის პროცესის დაწყებისთანავე, ისინი აქციის განახლებას გეგმავენ.