სენაკში, ჭავჭავაძისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე საშუალო ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღი აქვს მიყენებული. დაჭრილი სენაკის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.