სენაკში, ბეტონის საწარმოში მუშა დაიღუპა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 35 წლის ს.პ.-ს ქვის სამტვრევ დანადგარში ხელი ჩაჰყვა, რასაც შემდეგ სხვა დაზიანებები მოჰყვა და მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის მკვიდრია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.