სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსთან გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე რამდენიმე ასეული კაცისთვის გათვლილი სუფრა გაშალეს
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსთან გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე რამდენიმე ასეული კაცისთვის გათვლილი სუფრა გაშალეს

სენაკის მუნიციპალიტეტის, ნოქალაქევის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსთან, „ევროპული საქართველოს“ სენაკი-ხობი-ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგა ბოკერიას საარჩევნო ბანერის ფონზე რამდენიმე ასეული კაცისთვის გათვლილი სუფრა გაშალეს.

„ევროპული საქართველოს“ სენაკი-ხობი-ფოთის ოლქის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ღონისძიება მათ მიერ შეგროვილი თანხით იმართება.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე ელოდებიან პარტიის წევრებსა და კოორდინატორებს.

„მოხალისეები, რომლებიც იმუშავებენ „ევროპული საქართველოს“ შტაბში ამ სამ რაიონში, რომელიც ერთ ოლქად არის ჩამოყალიბებული, მათი შეკრებაა, მათი შეხვედრაა. ჩამოდის პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია ხვდება ამ ადამიანებს და ეგაა მთავარი ღონისძიება. შეხვედრა იქნება მოხალისე კოორდინატორებთან, რომლებიც იმუშავებენ შტაბში. დაცულია უსაფრთხოება, შეგნებულად ამიტომაც გაკეთდა ღია სივრცეში ეს ღონისძიება, რომ „კოვიდ-19“-თან მიმართებაში დაცული ყოფილიყო ყველანაირი უსაფრთხოების წესები. ესენი თავისთავად ამომრჩევლები არიან, მაგრამ დღეს არიან კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც შტაბში იმუშავებენ ოფიციალურად.

ჩვეულებრივ, ტრადიციისამებრ ყველამ დავთქვით, რომ გავაკეთოთ ერთი ეგეთი რაღაც, რომ გზას დავულოცავდით ჩვენს წამოწყებას და ერთად დავსხდეთ შეხვედრის შემდეგ. ოღონდ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, გამგეობის თანამშრომლები რომ მიჰყავს აქვე დედამოკაზე, ასე არა, მოხალისეებით ვართ შეკრებილი. ერთად შეგროვილი ბიუჯეტია, ასე ვთქვათ, პირადი შეგროვილი“, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

სუფრის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა