სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გეგმური ტარიფის დადგენაზე იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი შემცირდა და 1.870 თეთრი/მ3-ზე შეადგინა. (დღგ-ს გარეშე). ტარიფის მოქმედების ვადა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

2018 წელს მოქმედი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი  კი, 1.884 თეთრს/მ3-ზე შეადგენდა.