სემეკ-ი პირველი კლასისა და მეორე კლასის თითო ავტომობილის შესყიდვაში 126 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი კლასის ავტომობილის ძრავის მოცულობა 2-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და 100 კმ-ზე 15,5 ლიტრზე მეტ საწვავს არ მოიხმარდეს. მეორე კლასის ავტომობილის ძრავის მოცულობა კი 1.6-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და საწვავის საშუალო მოხმარება 8,5 ლიტრს არ უნდა აჭარბებდეს.
სატენდერო პირობებით აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ორივე ავტომობილი შავი ფერის იყოს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 2018 წლის 31 მარტს იწყება.