სნუკერის პროფესიულ ტურში მორიგი ტურნირი, ჩინეთის ღია პირველობა დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ინგლისელი მარკ სელბი გახდა. 35 წლის სნუკერისტმა ფინალში შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი დაამარცხა – 10:9.
გადამწყვეტი მატჩის მსვლელობისას, სელბი 8:9-ს აგებდა და მე-18 ფრეიმში 0:48 იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ფინალის ბედი შემოატრიალა და კარიერაში საიუბილეო მე-15 ტიტული მოიგო.
ამ მოგებისთვის სელბიმ 150 ათასი ევრო მიიღო. ჩინეთის ჩემპიონატი 2018 წლის მეოთხე სარეიტინგო ტურნირია.