სელბიმ ჩინეთის პირველობა მოიგო
სელბიმ ჩინეთის პირველობა მოიგო

სნუკერის პროფესიულ ტურში მორიგი ტურნირი, ჩინეთის ღია პირველობა დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ინგლისელი მარკ სელბი გახდა. 35 წლის სნუკერისტმა ფინალში შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი დაამარცხა – 10:9.

გადამწყვეტი მატჩის მსვლელობისას, სელბი 8:9-ს აგებდა და მე-18 ფრეიმში 0:48 იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ფინალის ბედი შემოატრიალა და კარიერაში საიუბილეო მე-15 ტიტული მოიგო.

ამ მოგებისთვის სელბიმ 150 ათასი ევრო მიიღო. ჩინეთის ჩემპიონატი 2018 წლის მეოთხე სარეიტინგო ტურნირია.