სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის ეპიცენტრი ჯავახეთის ზეგანზე იყო
სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის ეპიცენტრი ჯავახეთის ზეგანზე იყო.
სეისმოლოგ მანანა ძმანაშვილის თქმით, გასული წლის ზაფხულში დაფიქსირებულ მიწისძვრებთან შედარებით, დღევანდელი ბიძგები შედარებით ძლიერ მიწისძვრებს განეკუთვნება. მისივე თქმით, განმეორებითი სუსტი ბიძგები მოსალოდნელია, როგორც ზოგადად ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ხდება ხოლმე.
„ზაფხულის განმავლობაში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) რაც იყო მიწისძვრები, ეს იყო საშუალო კლასის, ახლა კი ცოტა დიდი მიწისძვრა იყო. ეპიცენტრი იყო ჯავახეთის ზეგანზე. 6.2 მაგნიტუდა დაფიქსირდა ამ წუთას. საკმაოდ სერიოზული მიწისძვრა. ნგრევის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ შემოგვდის. ქალაქმა საკმაოდ მკაფიოდ შეიგრძნო. განმეორებითობას რაც შეეხება, ალბათურია და შესაძლოა სუსტი ბიძგები წამოვიდეს. ასე უფრო ხშირად ხდება იმ კერიდან განმუხტვა“, – განაცხადა მანანა ძმანაშვილმა.
საქართველოში მიწისძვრა 22:25 საათზე მოხდა. ბიძგების სიძლიერემ, ბოლო მონაცემებით, 6.2 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – რჩევები