როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს - რჩევები
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს - რჩევები

მიწისძვრის დროს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია რამდენიმე ქმედება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის რჩევებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.

თუ შენობაში ხართ

  • დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
  • თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლები შესაძლოა, ჩამოვარდეს, მაგალითად ჭაღი, კედლის კარადები და ა. შ.
  • სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება, კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს;
  • არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, სანამ ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს;
  • არ გამოიყენოთ ლიფტი.

 

თუ ქუჩაში ხართ

  • თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.

 

თუ საჭესთან ხართ

  • თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;
  • არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
  • დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;
  • მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.

 

თუ ნანგრევებში მოჰყევით

  • არ აანთოთ ასანთი;
  • არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება;
  • პირზე აიფარეთ ტანსაცმელი;
  • შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს შესაძლოა მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.

მომზადებულია usgs.gov-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი