დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიძლიერე 6.2 მაგნიტუდა იყო

22:47, 13.02.2022

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერე 6.2 მაგნიტუდა იყო.

ბიძგები 22:25 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგების სიძლიერე 5.8 მაგნიტუდა იყო, თუმცა მოგვიანებით მონაცემი დაზუსტდა.

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – რჩევები

მსგავსი