საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა, 112-მა ხარვეზის შესახებ ინფორმაცია დღის პირველ ნახევარში გაავრცელა და მასთან დასაკავშირებელი ალტერნატიული ნომრები გამოაქვეყნა.