საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა ჩეხეთის ელჩს შეხვდნენ
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა საქართველოში ჩეხეთის სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ელჩს გააცნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმები, არსებული მდგომარეობა; ასევე, ისაუბრეს იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დგამს ინსტიტუციის გაძლიერების მიმართულებით.
პეტრ მაკისკამ ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვან როლზე და ამავდროულად, მხარი დაუჭირა სამეურვეო საბჭოს ინსტიტუტის გაძლიერებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციურ ორგანოს. ამ კუთხით, დაიგეგმა კონკრეტული მიმართულებით მომავალი თანამშრომლობა.