პეტრ მიკისკა - ვნახოთ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში რა გზით ჩაერთვება და რა მოხდება
პეტრ მიკისკა - ვნახოთ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში რა გზით ჩაერთვება და რა მოხდება

ვნახოთ, რა გზით ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში და ვნახოთ, რა მოხდება, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ეს მისი გადაწყვეტილებაა და ჯერჯერობით კომენტარს ვერაფერზე გავაკეთებ. ვნახოთ, რა გზით ჩაერთვება ბატონი სააკაშვილი პოლიტიკაში და ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში 16 ივნისს დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.