საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შემდეგ, ქართველი მეზღვაურები დასაქმებას ესტონეთშიც შეძლებენ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ესტონეთმა ქართული სერტიფიკატები აღიარა. სააგენტოს ცნობით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს.
დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შემდეგ, 2020 წელს მესამე წევრი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაეხსნათ ქართველ მეზღვაურებს.
„ქართულ სერტიფიკატებს მსოფლიოს 54 ქვეყანა და მათ შორის უკვე ევროკავშირის წევრი 20 სახელმწიფო აღიარებს. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80 პროცენტზე მეტი დაცურავს“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.