საყდრისის ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიებისა და კომპანია RMG Gold-ის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა
საყდრისის ტერიტორიაზე, საყდრისის დაცვის ფონდის წევრებსა და კომპანია RMG Gold-ის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე 16 ჰექტარი მიწის დათვალიერებას ითხოვენ, თუმცა, ამისთვის RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორია უნდა გადაკვეთონ, რის საშუალებასაც კომპანია არ აძლევს.
როგორც კომპანია RMG Gold-ის დირექტორმა განაცხადა, ტერიტორიაზე 200 ადამიანს ვერ შეუშვებდა. მან აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ 15-20 კაცს დართო ნება ტერიტორიის დათვალიერების, რასაც ისინი არ დათანხმდნენ და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
საყდრისის დაცვის ფონდის წევრებში 10-მდე პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები გაწევრიანდნენ.