სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 42.25 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 42.25 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხადრაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა.
ეს პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და მთლიანობაში 210.4 მილიონი სპეციალური ნასესხობის უფლების, SDR-ის), დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის გადმორიცხვას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანი ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაა.
პროგრამით გათვალისწინებული დანარჩენი ჩამორიცხვები განხორციელდება შემდეგი ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება.