ნათია თურნავა - სავალუტო ფონდთან ერთად ვმუშაობთ პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად აქტივირების მიმართულებით, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
ნათია თურნავა - სავალუტო ფონდთან ერთად ვმუშაობთ პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად აქტივირების მიმართულებით, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

სავალუტო ფონდთან ერთად ვმუშაობთ პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად აქტივირების მიმართულებით. პროგრამა შეწყვეტილი არ არის, მაგრამ, მაისიდან მოყოლებული, პროგრამის ერთ-ერთი ეტაპი არის შეჩერებული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითი დამოკიდებულებაა.

„საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ამავე დადებით დამოკიდებულებას ვხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვთანამშრომლობთ, არის ეროვნული ბანკის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება, კერძოდ, საბჭოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა. ამისთვის კანონმდებლობის შეცვლა თუ გახდა საჭირო, შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ პარლამენტს მივმართავთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.