სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტამდე გაზარდა
სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტამდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 4.8 პროცენტამდე გაზარდა. შესაბამისი მაჩვენებელი მითითებულია საფინანსო ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

აპრილში სავალუტო ფონდში ვარაუდობდნენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5 პროცენტით გაიზრდებოდა, უფრო ადრე კი პროგნოზი 4.2 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ზრდის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 5.5 პროცენტს შეადგენს.

სავალუტო ფონდს ცვლილება არ შეუტანია 2019 წლის პროგნოზში და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მომავალ წელს ორგანიზაცია კვლავ 4.8 პროცენტით ვარაუდობს.