არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, 8 მარტიდან განახლდა. შესაბამისად, დღეიდან ეს დაწესებულებები მომხმარებლებს შაბათ-კვირასაც ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას შეძლებენ 15 მარტიდან; სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) პირველი აპრილიდან.
ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.