საული ნიინისტო - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უპირველესი ყურადღება მართებულად ფოკუსირებულია უკრაინაზე, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უპირველესი ყურადღება მართებულად ფოკუსირებულია უკრაინაზე, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა.
ამასთან, ნიინისტოს თქმით, ფინეთი მხარს უჭერს ევროსაბჭოს წევრობისთვის კოსოვოს წინსვლის შემდგომ ნაბიჯებს.
„რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის, პირველ რიგში, თავდასხმა უკრაინის და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ და ასევე არის თავდასხმა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რაზეც ევროსაბჭო არის დაფუძნებული. მშვიდობა, თანამშრომლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ვალდებულებები. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისეთი ძლიერი და მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ზარალის რეესტრის შექმნით, ევროსაბჭომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უპირველესი ყურადღება მართებულად ფოკუსირებულია უკრაინაზე, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ფინეთი მხარს უჭერს ევროსაბჭოს წევრობისთვის კოსოვოს წინსვლის შემდგომ ნაბიჯებს. როდესაც მულტილატერალურ წესებზე დაფუძნებული სისტემა გამოწვევის წინაშეა, ევროსაბჭო იმსახურებს ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას“, – განაცხადა ნიინისტომ.