საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია ხუთი ადამიანი, ოთხ დაშავებულს კი, სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
ცეცხლი ადგილობრივი დროით 12:35 საათზე გაჩნდა. სახელმწიფო მედიის ცნობთ, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში სამოქალაქო თავდაცვის ძალები ავიაციასთან ერთად მონაწილეობდნენ. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.