საუდის არაბეთში, ქალაქ ჯედაში, ბასრი საგნით შეიარაღებული პირი საფრანგეთის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაესხა თავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, თავდამსხმელი დაკავებულია.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. ქალაქის მერი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.