სატელეკომუნიკაციო ტენდერში „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ მონაწილეობენ
სატელეკომუნიკაციო ტენდერში „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ მონაწილეობენ

სატელეკომუნიკაციო ტენდერში „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ მონაწილეობენ. განაცხადების მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ახლა სატენდერო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი კომპანია (ან კომპანიები) მოემსახურებიან საჯარო უწყებების თანამშრომლებს 2019 წლის 31 იანვრამდე. საუბარია დაახლოებით 260 ათას აბონენტზე.

შეგახსენებთ, 31 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა. 23 თებერვალს კი სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

ახალ ტენდერში კი შეცვლილია ტარიფების ნაწილი. მაგალითად, თუ ძველ სატენდერო დოკუმენტაციაში 15 გიგაბაიტისფასი 4.99 ლარი იყო, ახალი პირობებით იმავე ფასად აბონენტებს ხუთგიგაბაიტიანი პაკეტის შეძენა შეეძლებათ. 3.99 ლარად ხუთი გიგაბაიტის ნაცვლად, სამი გიგაბაიტის შეძენა იქნება შესაძლებელი.