ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე „მაგთისა“ და „ბილაინის“ ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე „მაგთისა“ და „ბილაინის“ ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე „მაგთისა“ და „ბილაინის“ ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა. ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, თავად კომპანიებმა მიიღეს.

„ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება, კომპანიების მხრიდან, სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამასთანავე გახანგრძლივდა დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზის სამუშაო საათები და 116 001-ზე დაკავშირება შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00 საათამდე გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.