სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის კონსულტაციები გაიმართება
სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის კონსულტაციები გაიმართება

სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე დღეს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის კონსულტაციები გაიმართება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელას ვირუსის კი,  ორ კვირაში გაორმაგდა.  მინისტრის თქმით, როგორც წესი, წითელას დაავადების ისეთ  რაოდენობაზე, რომელიც ახლა საქართველოშია, სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაცია არ არის, რადგანაც გრიპისგან განსხვავებით, წითელა სხვა სპეციფიკით ხასიათდება.

„ასეთ შემთხვევაში, კონკრეტულ სკოლაში მოსწავლეთა მესამედი არ უნდა დადიოდეს, რომ ამ სკოლაში სასწავლო პროცესის 4-5 დღით გადადება გადაწყდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი, ორ კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები გვექნება, რომლის შედეგებსაც საზოგადოებას მოვახსენებთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, ერთი კვირით, 21 იანვრამდე იყო გადადებული.