„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების იწყება
„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების იწყება

პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება დღეს დაიწყება. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი, კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები.

პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი). პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმერთა რეესტრში“.