გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა მათ სოფელში წლებია არსებობს და ისინი ტექნიკურ წყალს სვამენ. მათივე ინფორმაციით, უკვე ორი კვირაა, სოფელს ტექნიკური წყალიც აღარ მიეწოდება.
სოფლის ცენტრში შეკრებილები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.