საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღეს ტრადიციული საშობაო ალილო იმართება. ტრადიციული ალილო წელს პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით ტარდება. ფეხით მსვლელობის ნაცვლად, სასულიერო პირები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას მოაწყობენ.
მანქანებით მსვლელობა დაიწყება 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით.
საშობაო ნობათის მიტანა მსურველებს რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ სპეციალური კარავში 16:00 საათამდე შეეძლებათ.
შემოწირულობების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში.