სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ მყვინთავების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა
რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (RoAid), პროექტის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ფარგლებში შემოთავაზებული მხარდაჭერა 2020-2023“ ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მყვინთავების თანამედროვე პაკეტი გადასცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკეტი მყვინთავების ინდივიდუალური აღჭურვილობის ხელსაწყოებსა და აქსესუარებს, ასევე, წყალქვეშა უსადენო საკომუნიკაციო სადგურებს მოიცავს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მჭიდროდ თანამშრომლობს.