ისრაელის სასაზღვრო პოლიცია აცხადებს, რომ პალესტინელი მცირეწლოვანი გოგონა თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა
ისრაელის სასაზღვრო პოლიცია აცხადებს, რომ პალესტინელი მცირეწლოვანი გოგონა თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა

ისრაელის სასაზღვრო პოლიცია აცხადებს, რომ პალესტინელი მცირეწლოვანი გოგონა მანქანიდან თავდასხმის მოგერიებისას დაიღუპა.

შემთხვევა დასავლეთ სანაპიროზე მოხდა.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, მანქანიდან თავდასხმა განხორციელდა ისრაელის სასაზღვრო პოლიციაზე, რასაც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხა. მათივე ცნობით, პოლიციამ მანქანაში მყოფი ორი პირი გაანეიტრალა.