თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარე დაყენებულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.