სასამართლომ „ანას ბაღის“ მიმდებარედ დაპირისპირების შედეგად დაკავებულებს ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ „ანას ბაღის“ მიმდებარედ დაპირისპირების შედეგად დაკავებულებს ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ოთხი პირის პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ სამ თანამშრომელს 700-ლარიანი, ხოლო აქციის მონაწილეს 900 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ ერთ პირზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

10 იანვარს ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები, სულ ათამდე პირი დააკავა.