სასამართლო რეფორმაზე პოლონეთის პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს დიალოგს სთავაზობს
სასამართლო სისტემის რეფორმაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს დიალოგს სთავაზობს.
„ეს ევროკომისიის პრეროგატივაა – დაიწყებს თუ არა პოლონეთთან ურთიერთობაში პროცედურებს. მე ჩემი მხრივ ბატონ იუნკერს დისკუსია შევთავაზე. ჩვენ გვსურს დიალოგი, თუმცა ასევე გვსურს კანონმდებლობის რეფორმირება“ – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ პრესკონფერენციაზე.
გავრცელებული ცნობით, ევროკომისია 20 დეკემბერს პოლონეთთან მიმართებით სამომავლო მოქმედებებზე იმსჯელებს.
ბრიუსელი ვარშავას ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების გაუქმებით დაემუქრა. პოლონეთის სეიმმა უზენაესი სასამართლოსა და ნაციონალური უზენაესი საბჭოს შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო ვერსია მიიღო. ევროკომისია აღნიშნულ კანონმდებლობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ინიციატივა სასამართლო ხელისუფლებას აღმასრულებელზე დამოკიდებულს გახდის, ასევე შესაძლებელს ხდის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუჩერდეთ.