ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, ნავთობისა და გაზისგან რუსეთის შემოსავლების შეზღუდვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები განიხილა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, ნავთობისა და გაზისგან რუსეთის შემოსავლების შეზღუდვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხი განიხილა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.

„გავმართე სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდგომი მაკროფინანსური ტრანშის სწრაფი გამოყოფა. მივანიშნე სანქციების მე-8 პაკეტის მომზადების აუცილებლობაზე, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას“, – წერს ზელენსკი.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას, ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის შემოსავლების შეზღუდვის ნაბიჯების კოორდინირება მოახდინა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებთ, აგრეთვე, იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მიცემული შვიდი რეკომენდაციის შესრულებას სწრაფად შეაფასებს.