საქსტატი - საწარმოთა 31.2 პროცენტმა შარშან დიზაინსა და შეფუთვაში ცვლილებები განახორციელა
საქსტატი - საწარმოთა 31.2 პროცენტმა შარშან დიზაინსა და შეფუთვაში ცვლილებები განახორციელა

საქსტატი საწარმოთა ინოვაციური აქტივობის შესახებ 2018 წლის გამოკვლევას აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში საწარმოთა 31.2 პროცენტმა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 28.7 პროცენტმა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 20.7 პროცენტმა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საწარმოთა 3.2 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა ასევე 3.2 პროცენტით.

საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 60.1 პროცენტი და 45.8 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისგან.

ამასთან, განხორციელებული ინოვაციების 44.9 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 55.1 პროცენტი – სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითაა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა-დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა – 20.8 პროცენტი. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (15.1 პროცენტი), საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (13.6 პროცენტი), და დიზაინს (13.4 პროცენტი).

დატოვე კომენტარი