საქსტატი - საქართველოში ინტერნეტის მოხმარების ძირითადი მიზანი სოციალური ქსელების გამოყენებაა
საქსტატი - საქართველოში ინტერნეტის მოხმარების ძირითადი მიზანი სოციალური ქსელების გამოყენებაა

საქართველოში ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზანი სოციალური ქსელების გამოყენებაა, – ასეთია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოკვლევის შედეგები.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება –  96.0%, ინტერნეტ (აუდიო-ვიდეო) კავშირი – 85.6%, ონლაინ ახალი ამბების, გაზეთების, ჟურნალების წაკითხვა – 55.4%, ელექტრონული ფოსტის მიღება-გაგზავნა – 53.8%, ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება – 51.7%, საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება – 38.0%, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა – 29.8%, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა – 19.9% და სამუშაოს ძიება-სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა 17.4%.

ამასთან, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 20.8 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით – საქალაქო დასახლებებში – 24.7 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 12.9 პროცენტი.