საქსტატი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში დეკემბერში მინიმალურად, 0.1 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში დეკემბერში მინიმალურად, 0.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 0.1-პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის ნოემბერთან შედარებით ფასები 2.7 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 14.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.12 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-21.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.59 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (9.8 პროცენტი), ტანსაცმელი (20.9 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (12.1 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 4.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.38 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 1.2 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.