საქსტატი - 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.9 პროცენტით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა
საქსტატი - 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.9 პროცენტით მეტი სტუდენტი ჩაირიცხა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 47.9 პროცენტი ქალია, ხოლო 52.1 პროცენტი – კაცი. 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 9.9 პროცენტით.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს თბილისი 38.1%-ით, რომელსაც მოსდევს აჭარა – 17.2%-ით, შემდეგ მოდის იმერეთი – 10.4%-ით, სამერელო-ზემო სვანეთი – 9.7%-ით, კახეთი – 4.8%-ითა და ქვემო ქართლი – 7.8%-ით.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2 პროცენტი ქალია, ხოლო 64.8 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში – 42.4%, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი – 10.2%-ით.

გასულ წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 8.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 48.3 პროცენტი ქალია, ხოლო 51.7 პროცენტი – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოებისa და მშენებლობის, მომსახურებების, ბიზნესის, ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამებზე.