საქართველოში უკრაინის საელჩო - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
საელჩოს ინფორმაციით, დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს, უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად კი, ტურიზმის ადმინისტრაციაში უფასო ცხელი ხაზია ამოქმედებული.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინელ ტურისტებს კერძო სექტორის მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა. დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი: 0 800 800 909 #StandWithUkraine“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.